საქართველო: მიგრაციის პროფილი
- Giorgi giorgashvili
- Jul 26, 2025
- 4 min read
Updated: Jul 30, 2025
სტატიის შესახებ
ეს სტატია მომზადებულია pragueprocess.eu-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით.
"პრაღის პროცესი" არის მრავალმხრივი მიგრაციის თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ევროპის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ცენტრალური აზიის, ბალკანეთის და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობას მიგრაციის მართვის საკითხებზე. ის წარმოადგენს კომპლექსურ მიმოხილვას მიგრაციის ტენდენციებზე საქართველოში და ქართველ მიგრანტებზე საზღვარგარეთ.
სარჩევი:
ქართველი ემიგრანტების საერთო რაოდენობა:
ბოლო ორ ათწლეულში საქართველოს ნეგატიური მიგრაციული ტენდენცია აქვს.
ემიგრაციის მთავარი ფაქტორები:
პოლიტიკური არასტაბილურობა,
ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები
და სოციალური-ეკონომიკური გამოწვევები.
განსაკუთრებით მიდიან:
ახალგაზრდები და საშუალოზე მაღალი განათლების მქონე პირები.
ემიგრირებულთა რაოდენობა:
საქსტატის თანახმად,
2018-2023 წლებში, წლიურად ემიგრირდა 98,000-დან 240,000-მდე ადამიანი, რომელთა ნახევარიც 15-39 წლის ასაკის იყო.
2023 წელს ემიგრანტების რაოდენობამ პიკს მიაღწია და 245,064-ს შეადგინა, საიდანაც 163,480 საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი იყო.
შედარებისთვის, ბოლო 8 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა – 74,264 ემიგრანტი (მათ შორის 43,349 საქართველოს მოქალაქე), რაც ძირითადად COVID-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული.
რიცხვებში:
მოსახლეობის რაოდენობა
3 673 850 (მსოფლიო ბანკი, 2024)
3 694 600 (საქსტატი, 2024)
შრომისუნარიანი მოსახლეობა
2 335 229 (მსოფლიო ბანკი, 2024)
1 607 600 (საქსტატი, II კვ 2024 )
ემიგრაცია
496 486 (UN DESA Emigration Stock 2024)
245 064 (საქსტატი, 2023)
იმიგრაცია
81 582 (UN DESA Immigrant Stock 2024)
205 857 (საქსტატი, 2023)
ყველაზე რიცხოვანი ქართული დიასპორები:
2020 წლის მონაცემების თანახმად,
რუსეთის ფედერაცია (450,000),
საბერძნეთი (85,000),
უკრაინა,
აზერბაიჯანი,
აშშ,
სომხეთი.
ქართველი ემიგრანტების საერთო რაოდენობა:
2020 წლის მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი 861,077 იყო, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 23%-ია.
ამ მონაცემებზე დაფუძნებული ვარაუდითა და ბოლო ათწლეულების საერთო ტენდენციის გათვალისწინებით, 2030 წლამდე საქართველო შესაძლოა, კიდევ 150,000 ადამიანმა დატოვოს.
ფულადი გზავნილების როლი ქართულ ეკონომიკაში:
2023 წელს, მათმა რაოდენობამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13.8% შეადგინა, რაც 4,201.3 მლნ აშშ დოლარია.
ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
2020 წელს საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებდა ფულადი გზავნილების წილის მიხედვით მშპ-ში, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მეორე იყო მოლდოვის შემდეგ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში თანდათან შემცირდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რიცხვი და შესაბამისად, შემცირდა გზავნილებიც ამ ქვეყნებიდან.
ამავე დროს გაიზარდა ფულადი გზავნილების წილი ევროკავშირიდან.
რიცხვებში:
უმუშევრობის მაჩვენებლები
11.7 % (მსოფლიო ბანკი, 2020)
13.7 % (საქსტატი, II 2024)
ვიზალიბერალიზაციის ფაქტორი და გავლენა:
2017 წლიდან, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა. ამან ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ემიგრანტები ბინადრობის უფლებით:
2023 წელს ევროკავშირმა პირველად მიანიჭა ბინადრობის უფლება თითქმის 34,000 ქართველს, უმეტესად პოლონეთში, იტალიაში, გერმანიასა და სლოვაკეთში.
მთლიანობაში,
2023 წლისთვის, საქართველოს მოქალაქეების 122,530-ზე მეტი პირი ფლობდა ევროკავშირში მოქმედ ბინადრობის ნებართვას, უმეტესწილად — იტალიაში, პოლონეთსა და საბერძნეთში.
სეზონური სამუშაო უფლება:
ძირითად შემთხვევებში, პოლონეთი (6 თვით) და იტალია ბინადრობის ნებართვებს დასაქმების ნებართვით გასცემდნენ, ხოლო საფრანგეთი – ოჯახის გაერთიანებისა და ლტოლვილის სტატუსის საფუძველზე.
2020 წელს, საქართველო-გერმანიას შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეებს საშაუალება მიეცათ, გერმანიაშიც გამგზავრებულიყვნენ სეზონური სამუშაოებისთვის, ძირითადად სოფლის მეურნეობაში.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სეზონური სამუშაოებისთვის პოპულარული მიმართულებაა თურქეთიც.
არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში:
რეგულარულ მიგრაციასთან, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელიც გაიზარდა.
2020 წელს, ევროკავშირში შესვლაზე უარი ეთქვა 2,065 ქართველს,
ხოლო 2023 წელს — 4,320 პირს.
2023 წელს, ევროკავშირში არარეგულარულად მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაიზარდა და 21,910-ს მიაღწია, რაც 87%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით (11,695).
ევროკავშირიდან დაბრუნების მაჩვენებელი:
მცირედ გაიზარდა დაბრუნების მაჩვენებელი — 46%-დან 48%-მდე (2021-2022).
თუმცა გაიზარდა დაბრუნებას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა: 2021 წელს — 10,645, ხოლო 2023 წელს — 20,180.
ეს გადაწყვეტილებები ძირითადად საფრანგეთსა და პოლონეთში გაიცა.
ემიგრანტების დაბრუნების პოლიტიკა და ფორმატები:
საქართველო ევროკავშირიდან მოქალაქეთა დაბრუნების საკითხებში 2011 წელს გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების პირობებში მოქმედებს.
ქვეყანას ასევე გაფორმებული აქვს ორმხრივი აღსრულების პროტოკოლი ევროკავირის წევრ 12სახელმწიფოსთან.
დაბრუნებულებს მხარდაჭერას სთავაზობს AVRR პროგრამა — ფინანსური, სამედიცინო და ბიზნეს განვითარების დახმარების სახით.
ევროკავშირის გარდა, საქართველოს რეადმისიის შეთანხმებები გაფორმებული აქვს უკრაინასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ბელარუსთან და ისლანდიასთან. სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ლტოლვილების რაოდენობა:
ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოს მოქალაქეობის მქონე ლტოლვილების რიცხვიც — 14,695 ადამიანი 2023 წლისთვის, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წლისთვის 9,754 იყო. მათი უმრავლესობა საფრანგეთში იმყოფება.
2023 წელს ევროკავშირის+ სივრცეში საქართველოს მოქალაქეების მიერ შესული თავშესაფრის განაცხადების რაოდენობა 3,594-ით შემცირდა და 25,209 შეადგინა.
ყველაზე მეტად მიმართავენ: განაცხადების რაოდენობით გერმანია ლიდერობს, მას მოჰყვება საფრანგეთი და იტალია.
რამდენიმე ქვეყანამ, თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების შემცირების მიზნით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატა, მაგრამ 2023 წელს საქართველო ამ სიიდან ბელგიამ ამოიღო.
უცხოელი მიგრანტები საქართველოში:
ბოლო წლებში საქართველომ დიდი რაოდენობით უცხოელ მიგრანტებს უმასპინძლა.
რაოდენობა: 2020 წელს 89,996, ხოლო 2023 წელს — 205,857.
გარემოებები: საქართველოში ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების არსებობამ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გაზარდა თავდაპირველად 2015-2016 წლებში, 2023-2024 წლებისთვის კი ეს მაჩვენებელია 30,701-მდე.
სხვა იმიგრანტთა ჯგუფებში შედიან სამუშაო მიგრანტები, ოჯახის წევრები, მეწარმეები და ლტოლვილები უკრაინიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ შორის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ — 2023 წელს 91,896.
ლტოლვილები საქართველოში
უცხოელები: საქართველოში 26,019 ლტოლვილი ცხოვრობს, ძირითადად უკრაინიდან, სირიიდან, ერაყიდან, ირანიდან და რუსეთიდან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიგრაციისა და ლტოლვილების ნაკადი გაიზარდა საქართველოშიც — დაახლოებით 26,000 უკრაინელი ლტოლვილი და 100,000 რუსი „რელოკანტი“.
ბოლო ათწლეულში საქართველო ასევე გახდა აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტების ტრანზიტული და ასევე, დანიშნულების ქვეყანა.
საქართველოს მოქალაქეები: ამასთან, საქართველოში დაახლოებით 295,872 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან.
საქართველოში შიდა გადაადგილება 1991-1993 და 2008 წლების ომებს უკავშირდება, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში — ბუნებრივ კატასტროფებსაც.
ძირითადი თარიღები:
2003 წლიდან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მიგრაციის პოლიტიკისა და მართვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
ეს პროცესი მჭიდროდ უკავშირდება უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის შესრულებას, ასევე მიგრაციის სტრატეგიებს 2013–2015 და 2016–2020 წლებში.
2018 წელს საქართველო შეუერთდა მიგრაციის გლობალურ შეთანხმებას (Global Compact for Migration).
2022 წლის მარტში, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში.
რედაქციისგან:
"პრაღის პროცესის" მიერ, ამ მასალაში მოყვანილი რაოდენობრივი მაჩვენებლები ეფუძნება შესაბამის მონაცემებს 2024 წლის სექტემბრისთვის.





Comments